პრემიერი: “ფაროსანას პრობლემის მოგვარება დასასრულს უახლოვდება”

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ინფორმაციით, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა დასასრულს უახლოვდება.

ამის შესახდებ პრემიერმა ზუგდიდში, თხილის მწარმოებელ ფერმერებთან შეხვედრისას განაცხადა.

“ერთობლივი მუშაობით შევძელით შეუძლებელი და თხილის მოსავალი ნებისმიერ მოლოდინზე მეტია. ახლა ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფაროსანას პრობლემის მოგვარება დასასრულს უახლოვდება”, – აღნიშნა ბახტაძემ.

ამასთან, პრემიერმა ამერიკის ელჩს და მთავრობას დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი