“აფხაზეთის რესპუბლიკის” “საპარლამენტო არჩევნებს” ჩინეთის, გერმანიის და ევროპის სხვა ქვეყნების დეპუტატები დააკვირდებიან

აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ჩინეთის, გერმანიის  და ევროპის სხვა ქვეყნებიდან დეპუტატები დამკვირვებლის სტატუსით ჩამოვლენ, – ამის შესახებ „რია ნოვოსტს“ აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან გალუსტიანმა განუცხადა.

„ამ არჩევნებმა საერთაშორისო დამკვირვებლების რაოდენობის კუთხით, შესაძლოა, რეკორდი მოხსნას. პირველად ჩამოდიან დეპუტატები გერმანიიდან, ჩინეთიდან და ევროპის რამდენიმე ქვეყნიდან. ჩვენთან ევროპარლამენტის დეპუტატები ჩამოდიან“, – განაცხადა გალუსტიანმა.

გალუსტიანმა განმარტა, რომ ევროპელი და ჩინელი საერთაშორისო დამკვირვებლების მონაწილეობა მოახლოებულ არჩევნებში ახლახანს შექმნილი საერთაშორისო საპარლამენტო მოძრაობის , “აფხაზეთის მეგობრების ლიგის” ძალისხმევის შედეგია.

მისივე თქმით, 22 აგვისტოს  “მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლები”  აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ჩამოსვლას დაიწყებენ.

საპრეზიდენტო არჩევნები აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში 25 აგვისტოს გაიმართება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი