„რუსთავი 2“-ის ერთ-ერთი ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ სამსახურიდან დაითხოვეს.
„მოხდა ის, რაც მოსალოდნელი იყო. ჩვენ ამას გაცილებით უფრო ადრე ველოდით. რაც შეეხება ჩემი გათავისუფლების მიზეზს, მე დღეს პაატა სალიამ პირდაპირ ეთერში შემატყობინა – გამათავისუფლა იმიტომ, რომ ქიბარ ხალვაში არ მიყვარს და არ ვგულშემატკივრობ. კონტრაქტში არ მიწერია, რომ რომელიმე მფლობელი უნდა მიყვარდეს.
მე ისევ, როგორც ნოდარ მელაძეს, ჩვენი წყაროები გვყავს. მათ შორის, სამწუხაროდ, ქიბარ ხალვაშთან დაახლოებულ პირებს ვიცნობ, რომლებმაც მითხრეს, რომ ქიბარი ვერ იტანდა ჩემ მიერ გამოხატულ სიმპათიებს მიხეილ სააკაშვილისა და ყოფილი ხელისუფლების მიმართ”, – განაცხადა ჟორჟოლიანმა.