ზუგდიდის მერი კომბინატში ადგილობრივებს შეხვდა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი შენგელია, პირველ მოადგილე გიგა ფარულავასა და მერიის სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებთან ერთად, ენგურის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებულ საცხოვრებელ კორპუსებში, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

მერმა თამარ მეფის ქუჩაზე მიმდინარე ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები დაათვალიერა და ადგილობრივებისგან ის პრობლემები და საჭიროებები მოისმინა, რომლის მოგვარების გზებზე მოსახლეობასთან ერთად იმსჯელა.

,,კომბინატში, თამარ მეფის ქუჩაზე არსებული საცხოვრებელი კორპუსის ეზოების კეთილმოწყობასთან დაკავშირებით შევხვდით ადგილობრივ მოსახლეობას და ერთად განვიხილეთ მშენებლობის პროცესთან დაკავშირებული საკითხები. ძალიან მალე თამარ მეფის ქუჩა იქნება ყველაზე განსხვავებული გამზირი მთელს ზუგდიდში”, – განაცხადა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი შენგელიამ.

აღნიშნულ ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსების ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები რამდენიმე თვეა მიმდინარეობს და წლის ბოლომდე დასრულდება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი