“კურიერის” ჟურნალისტების უმეტესობამ “რუსთავი 2” დატოვა

“კურიერის” ჟურნალისტების თითქმის, სრულმა შემადგენლობამ ტელეკომპანია “რუსთავი 2” დატოვა. მათი თქმით, დღეს არხის გენერალურ დირექტორ პაატა სალიასთან შეხვედრა ჰქონდათ, რომელმაც დარჩენა შესთავაზა, თუმცა „კურიერის“ გუნდის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობა ხელშეუხებელი არ იქნება, რის გამოც წასვლის გადაწყვეტილება მიიღეს.

“დღეს დადგა დღე, ჩემს ცხოვრებაში როდესაც ვეღარ ვიტყვი, რომ “რუსთავი 2” ჩემია, “რუსთავი 2” ჩვენ წაგვართვეს და “რუსთავი 2” ჩვენი სახლი აღარ არის. დღევანდელი დღე ისეთივე მძიმეა ჩემთვის, როგორი მძიმეც იყო გუგუტიანთკარის მცხოვრებლებისთვის, რომლებიც საოკუპაციო ზოლს მიღმა თავად შლიდნენ საკუთარ სახლებს და ტოვებდნენ თავიანთ საცხოვრებელს. 13 წელი გავატარე “რუსთავი 2″-ში, ამაყი ვარ ყველა წლით”, – აღნიშნა ჟურნალისტმა ნათია გოგსაძემ.

ცნობისთვის, დღეს, ეთერში „კურიერის“ არც ერთი გამოშვება არ გასულა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი