ბაჩანა შენგელია პროკურატურის გადაწყვეტილებას სტრასბურგში გაასაჩივრებს

ზუგდიდის მეექვსე სკოლის ყოფილი დირექტორის ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია, პროკურატურის გადაწყვეტილებას საქმის შეწყვეტის შესახებ აბსურდს უწოდებს.

მისი თქმით, ეს საქმე თავიდან ბოლომდე პოლიტიკური პროცესი იყო და საქმეს რეალურად არ იძიებდნენ. მისივე თქმით, მტკიცებულებების ამოღება თავიდანვე არ მოხდა.

“ეს იყო გახარიას პასუხისმგებლობა თავიდან ბოლომდე. ის იყო დავალების გამცემი. ახლა როგორც ჩანს, უნდათ მას მოაშორონ ეს საქმე, როგორც გამოუძიებელი. ამდენი მასალა წარდგენილი გვაქვს, ამდენი საეჭვო გარემოებაა, მტკიცებულებება, როგორ შეიძლება ამაში ვინმე დამნაშავე არ ყოფილიყო ფორმალურადაც კი?! ესენი ვერავის დასჯიდნენ, რადგან მთავარი დამნაშავეები არიან გიორგი გახარია და მიხეილ ბატიაშვილი”, – განაცხადა შენგელიამ.

ბაჩანა შენგელია გადაწყვეტილების გასაჩივრებას ჯერ თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოგვიანებით კი სტრასბურგში გეგმავს.

ცნობისთვის, ია კერზაიას საქმეზე პროკურატურამ გამოძიება შეწყვიტა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი