საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აფხაზეთში ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებს გმობს. ამის შესახებ პრეზიდენტმა Twitter-ზე დაწერა.
„დე ფაქტო მთავრობა აფხაზეთში დღეს ატარებს არალეგიტიმურ „საპრეზიდენტო არჩევნებს“. საქართველო გმობს ამ ფიქტიურ პროცესს, როგორც ჩვენი ეროვნული სუვერენიტეტის კიდევ ერთ შელახვას“, – წერს საქართველოს პრეზიდენტი.