ხურჩა-ნაბაკევის ადმინისტრაციულ საზღვართან დღეს მოქალაქეთა ჯგუფი შეიკრიბა, რომელთაც გუშინ აფხაზი ე.წ. მესაზღვრის მიერ მოკლული გიგა ოთხოზორიას ხსოვნას პატივი მიაგეს და საერთაშორისო საზოგადოებას შესაბამისი რეაგირებისკენ მოუწოდეს.
სამოქალაქო აქტივისტები მიიჩნევენ, რომ მსგავსი მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად პრევენციული ზომების გატარებაა აუცილებელი.
გარდაცვლილის ოჯახის ინფორმაციით, გიგა ოთხოზორიას შელაპარაკების ნიადაგზე რამდენიმე ე.წ. მესაზღვრე გამოეკიდა, რომელთგან ერთ-ერთმა, აფხაზმა ე.წ. მესაზღვრემ ორი ტყვია ფეხში, სამი მუცლის არეში, მოგვიანებით კი საკონტროლო ტყვია კეფაში ესროლა. გიგა ოთხოზორია ადგილზე გარდაიცვალა.