გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება 3 სექტემბერს შეეზღუდება:
ზუგდიდში – 12:00დან 18:30საათამდე სოფლებს ყულიშკარს, ჯიხაშკარს, ჭაქვინჯს.
ფოთში – 13:00დან 18:30საათამდე აღმაშენებლის, დუმბაძის, ვაჟა-ფშაველას, დანელიას და მიმდებარე ქუჩებს.
მესტიაში – 10:00დან 18:30საათამდე სოფლებს ნესგუნი, მაზერი, ბეჩო, ჰაწვალი და მიმდებარე სოფლებს, დაბა მესტიის ნაწილს.
სენაკში – 11:00დან 18:00საათამდე სოფლებს გეჯეთს, ნოსირს, ძველ სენაკს, ნოქალაქევს.
აბაშაში – 12:00დან 16:00საათამდე სოფლებს ზანათს, ძიგურას, სუჯუნას.
სამუშაოების დასრულებისთანვე აბონენტთა ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.