შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატ ვახტანგ გომელაურისთვის მიუღებელია საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება პოლიციელის მკვლელობისთვის მსჯავრდებულ რამაზ დევაძის შეწყალებასთან დაკავშირებით.
„ვთვლი, რომ მძიმე დანაშაულები ვისაც აქვს ჩადენილი, შეწყალება არ უნდა ხდებოდეს. ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა. მითუმეტეს, პოლიციელის მკვლელის. ეს ჩემთვის მიუღებელია“, – განუცხადა ჟურნალისტებს გომელაურმა პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების სხდომის დასრულების შემდეგ.
ცნობისთვის: საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული შეიწყალა, რომელთა შორის მსჯავრდებული რამაზ დევიძეა. დევაძე ბათუმში პოლიციელ თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს.