ზუგდიდის მერია ბოკუჩავების მრავალშვილიან ოჯახს ახალ საცხოვრებელ სახლს აუშენებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ანაკლიის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები ბოკუჩავების მრავალშვილიანი ოჯახი მიმდინარე წლის ბოლოს, ახალ საცხოვრებელ სახლს მიიღებს.

მინდია ბოკუჩავა 3 არასრულწლოვან შვილს მარტო ზრდის. ბოკუჩავები ანაკლიაში, ყოფილი საბავშვო ბაღის შენობაში ცხოვრებენ. ოჯახი ახალი წლიდან თანამედროვე სტანდარტებით აშენებულ სამოთახიან სახლს მუნიციპალიტეტის მერიისგან მიიღებს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლებს არასამთავრობო და საქველმოქმედო ორგანიზაციებთან რათა ბოკუჩავების მრავალშვილიან ოჯახს კომფორტული საყოფაცხოვრებო პირობები შეუქმნან.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია, მიმდინარე წელს, მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ოჯახებისთვის 25 ახალ საცხოვრებელ სახლს ააშენებს. პროექტი კი მუნიციპალიტეტში 2015 წლიდან ხორციელდება და დღემდე, მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფ 91 ოჯახს ახალი საცხოვრებელი სახლი გადაეცა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი