ზუგდიდის ააიპ-ის დირექტორის მოადგილემ „სირცხვილიას“ აქციის მონაწილეებს შეურაცხმყოფელი პოსტებით მიმართა (ფოტო)

ზუგდიდის მერიის ააიპ “ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის” დირექტორის მოადგილე ზაზა ფარცვანია სოციალურ ქსელში აქცია სირცხვილიას” მონაწილეების მისამართით შეურაცხმყოფელ პოსტებს ავრცელებს.

ზუგდიდის მერიაში “newsportal.ge”-ს განუცხადეს, რომ უწყებისთვის პროტესტის ნებისმიერი ფორმა, რომელიც მეორე ადამიანის ღირსებას შეურაცხყოფს, მიუღებელია.

“კონკრეტულ საკითხს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახური შეისწავლის, რის შემდეგაც მოხდება სანქციის ფორმის განხილვა”, – აცხადებენ მერიაში.





კომენტარები

დატოვე კომენტარი