აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა

აფხაზეთის „საპრეზიდენტო არჩევნების“ მეორე ტურში რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა. წინასწარი მონაცემებით, მან ხმათა 47.38% პროცენტი მოიპოვა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მეორე „კანდიდატმა“ ალხაზ კვიცინიამ ხმათა 46.19 პროცენტი მოიპოვა.

აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების „მეორე ტური“ 8 სექტემბერს გაიმართა, სადაც ამომრჩეველთა აქტივობა 65.98 პროცენტი იყო.

კომენტარები

დატოვე კომენტარი