ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში მეორე დღეა სამოქალაქო ბიუჯეტის პროექტის ფარგლებში შემოტანილი პროექტების ვერიფიკაციის პროცესი მიმდინარეობს.
დღეს სამუშაო პროცესს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია შეუერთდა.
,,სამოქალაქო ბიუჯეტის პროექტი თავიდანვე გამჭვირვალედ მიმდინარეობდა და ყველა მოქალაქეს ჰქონდა შესაძლებლობა თავისი უბნის განვითარების პროექტი წარმოედგინა. დარწმუნებული ვარ, რომ 1 000 000 ლარი, რომელიც ამ პროექტისთვის გამოვყავით მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით დაიხარჯება, მატი პრიორიტეტებიდან გამომდინარე. მადლობას გიხდით ჩართულობისთვის, მჯერა რომ მომავალ წელს მოსახლეობის ჩართულობა უფრო მაღალი იქნება“-აღნიშნა შეხვედრაზე გიორგი შენგელიამ.
ჯამში 40-მდე პროექტი შემოვიდა.
პროექტების ძირითადი ნაწილი ქუჩების ნუმერაციას, საბავშვი სკვერების, სანიაღვრე არხებისა და სპორტული მოედნების მოწყობას შეეხება.
სამოქალაქო ბიუჯეტი არის მუდმივი პროცესი, რომელიც ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში მოქალაქეთა ინტერესების გათვალისწინებას გულისხმობს.
პროექტი ხორცილედება, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, განვითარების თანამშრომლობის პროგრამისა და სოლლიდარობის ფონდი PL საქართველოს ხელშეწყობით.