ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის ხელმძღვანელს ლაშა შალამბერიძეს, აბაშის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭეს.
ჯილდო, აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან მაკალათიამ აბაშობის დღესასწაულზე გადასცა და მუნიციპალიტეტისთვის გაწეული განსაკუთრებული წვლილისთვის საკოორდინაციო მართვის ცენტრის გუნდს და სურსათის ეროვნულ სააგენტოს თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა.
„საქართველოში იყო ძალიან დიდი გამოწვევა, რომელმაც ძალიან დააზარალა სამეგრელოს რეგიონი, განსაკუთრებით აბაშა. ყველა გამოწვევის უკან დგას მთავრობა და ამ მთავრობაში არიან ადამიანები, რიგითი ჯარისკაცები, რომლებიც ემსახურებიან ჩვენს ქვეყანას. დღევანდელი ცხოვრება ისეა მოწყობილი, რომ წარმატებას პიროვნებები ქმნიან. თქვენ იცით, ფაროსანასთან ბრძოლა, რაოდენ დიდი პრობლემა იყო საქართველოსთვის და სამეგრელოს რეგიონისთვის. მინდა აბაშაზე ძალიან შეყვარებულ ადამიანს, რომელმაც მთავრობის და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების გვერდზე დგომით დაამარცხა ფაროსანა და მას მივანიჭო აბაშის საპატიო მოქალაქის ტიტული“, – განაცხადა დაჯილდოების ცერემონიალზე ლევან მაკალათიამ.
დაჯილდოების ცერემონიალს, სასულიერო პირები, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
დღეს, აბაშის მუნიციპალიტეტში „აბაშობა-2019“ გაიმართა, რომლის ფარგლებშიც, სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებები ჩატარდა.