სახალხო დღესასწაული „აბაშობა – 2019“ გაიმართა

აბაშის მუნიციპალიტეტში, ყოველწლიური სახალხო დღესასწაული „აბაშობა – 2019“ გაიმართა.

მთელი დღის განმავლობაში მუნიციპალიტეტის ცენტრში, სხვადასხვა სპორტული და კულტურული ღონისძიებები ჩატარდა.

დღესასწაულთან დაკავშირებით, ეთნოკუთხეები მოეწყო, სადაც ხალხური რეწვის ნიმუშები, მეგრული ფაცხები, სამზარეულო, ხელნაკეთი ნივთები და სხვადასხვა ნამუშევრები გამოიფინა.

აბაშობის დღესასწაულს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწევული სტუმრები ესწრებოდნენ.

აბაშაში,  დილიდან მიმდინარეობდა, ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლების კონცერტები. დღესვე გაიმართა „აბაშის საპატიო მოქალაქის“ მინიჭების ცერემონიალი.

კომენტარები

დატოვე კომენტარი