კორცხელის არჩევნების შედეგების ხელახლა დათვლა მიმდინარეობს

“ქართული ოცნების” წარმომადგენელმა მაიზერ ნანავამ და “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” წარმომადგენლებმა, კორცხელის 53-ე და 54 საარჩევნო უბნების ხმების ხელახლა დათვლა მოითხოვეს. მისი განმარტებით, ხელმოწერებთან დაკავშირებით გარკვეული უზუსტობები დაფიქსირდა, რის გამოც კორცხელის ორივე უბნის მოაცემების დათვლა ხელახლა უნდა მოხდეს. “ქართული ოცნების” წარმომადგენლის საჩივარი ზუგდიდის #67-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ დააკამყოფილა.

მაიზერ ნანავას საჩივარს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დავით ჯინჯოლავა არ დაეთანხმა და სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხთან, რის შემდეგაც ჯინჯოლავას შეხვედრის ოთახი დაცვის პოლიციის გამოყენებით დაატოვებინეს.

ინციდენტის შემდეგ, საოლქო საარჩევნო კომისიის თავდმჯდომარე განაცხადა, რომ “მსგავსი პროვოკაციები” იყო საარჩევნო უბნებზეც, რის გამოც კომისიის წევრებს მუშაობაში ხელი ეშლებოდათ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი