სამეგრელო-ზემო სვანეთში უკანონო ნადირობის 49 ფაქტი გამოვლინდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, 24 აგვისტოდან 24 სექტემბრის ჩათვლით, უკანონო ნადირობის 386 ფაქტი გამოვლინდა, მათ შორის სამეგრელო-ზემო სვანეთში – 49.

უწყების ცნობით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, ნადირობის სეზონის ფარგლებში, ნადირობის წესების დარღვევის გამოვლენისა და უკანონო ნადირობის აღკვეთის მიზნით, საქართველოს მასშტაბით 24-საათიან გაძლიერებულ კონტროლს ახორციელებენ.

“ხშირი იყო, აკრძალული საშუალებით, ე.წ. მანოკით ნადირობის ფაქტები. ყველაზე მეტი – 215 „მანოკი“ დასავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე ამოიღეს, მათ შორის სამეგრელო-ზემო სვანეთში – 39. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს, კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, მიმართონ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზს – 153 (ინდექსის გარეშე, ზარი უფასოა, ანონიმურობა დაცულია), რათა დეპარტამენტის შესაბამისმა რეგიონულმა სამმართველომ მყისიერი რეაგირება მოახდინოს”, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი