15-მდე ბავშვი ინტოქსიკაციით მარტვილის საავადმყოფოში გადაიყვანეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, მარტვილის მუნიციპალიტეტის მე-2 საბავშვო ბაგა-ბაღში აღსაზრდელების ინტოქსიკაციის შესახებ უწყებაში შეტყობინება შევიდა.

სააგენტოს ცნობით, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, 15-მდე ბავშვი გადაყვანილია მარტვილის საავადმყოფოში.

“სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები ადგილზე იმყოფებიან და ბაგა-ბაღის კვების ბლოკში განახორციელებენ ინსპექტირებას, აგრეთვე აიღებენ ნიმუშებს ლაბორატორიული კვლევისთვის.
შედეგების შესახებ ეცნობება საზოგადოებას”, – აცხადებენ სააგენტოში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი