მარტვილის საბავშვო ბაღში მოწამლული 22 ბავშვი საავადმყოფოებიდან გაწერეს

მარტვილის საბავშვო ბაღში მოწამლული 22 ბავშვი საავადმყოფოებიდან გაწერეს.

მედიკოსების თქმით, ბავშვები გუშინ, 21:00 საათზე გაწერს და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ბაგა-ბაღში ინსპექტირებას ატარებენ, უკვე აიღეს ნიმუშები ლაბორატორიული კვლევისთვისაც.

მომხდარ შემთხვევაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს გაუფრთხილებლობით.

კომენტარები

დატოვე კომენტარი