ძმის მკვლელობაში ბრალდებულმა მამაკაცმა ქუთაისის ციხეში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
სპეციალურ პენიტენციურ სამსახურის ცნობით, 36 წლის ბრალდებულმა თავი ჩამოიხრჩო.
„2019 წლის 30 სექტემბერს, წინასწარი პატიმრობის შეფარდების შემდეგ, ბრალდებული N2 პენიტენციურ დაწესებულებაში მოათავსეს საკანში, სადაც იგი ელექტრონულ-ვიზუალური მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. 2019 წლის 1 ოქტომბერს, 16:28 სთ-ზე ბრალდებულმა პენიტენციურ დაწესებულებაში საკნის სარკმლის ცხაურზე, ზეწრის გამოყენებით თავი ჩამოიკიდა. დაწესებულების თანამშრომლებმა გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და პარალელურად, პენიტენციური დაწესებულების მედპერსონალის მიერ დაიწყო სარეანიმაციო ღონისძიებები. სასწრაფო დახმარების ბრიგადა დაწესებულებაში 17:30 სთ-ზე მივიდა, მაგრამ მიუხედავად მედპერსონალის მცდელობისა, 17:53 სთ-ზე დაფიქსირდა ბრალდებულის გარდაცვალება“, – აცხადებენ უწყებაში.
მამაკაცმა სასიკვდილო ჭრილობები საკუთარ ძმას ორი დღის წინ მიაყენა. მომხდარზე გამოძიება მომხდარზე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.