გარდაიცვალა კომპოზიტორი გია ყანჩელი

ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორი, გია ყანჩელი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. საქართველოს სახალხო არტისტი ბოლო პერიოდში ჯანმრთელობის გაუარესების გამო მკურნალობის კურსს საავადმყოფოში გადიოდა.

გია ყანჩელის შემოქმედება ისეთი ცნობილი კინოფილმებისა და სპექტაკლებისთვის დაწერილ კომპოზიციებს მოიცავს, როგორებიცაა „შერეკილები“, „არაჩვეულებრივი გამოფენა,“ „მიმინო“, „ცისფერი მთები“, „როცა აყვავდა ნუში“, „კავკასიური ცარცის წრე“, „ხანუმა“, „მეფე ლირი“, „რიჩარდ III და სხვ. მას ეკუთვნის სიმღერები: „ყვითელი ფოთლები“, „ის აქ არის“, „ჩიტი გვრიტი მოფრინავდა“, „საით მიდიხარ“, „ჩიტო გვრიტო“ და სხვები.

კომენტარები

დატოვე კომენტარი