სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსის თანამდებობაზე ნიკოლოზ დიასამიძე ავთანდილ გალდავამ შეცვალა.
ნიკოლოზ დიასამიძე აღნიშნულ პოსტს, დაახლოებით, წელიწადნახევრის განმავლობაში იკავებდა.
ავთანდილ გალდავა 2017 წლიდან სამცხე-ჯავახეთის სამხარეო პოლიციის უფროსი იყო. მანამდე ის თბილისის პოლიციის სხვადასხვა სამმართველოში მუშაობდა.