სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციას ახალი უფროსი ჰყავს

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსის თანამდებობაზე ნიკოლოზ დიასამიძე ავთანდილ გალდავამ შეცვალა.

ნიკოლოზ დიასამიძე აღნიშნულ პოსტს, დაახლოებით, წელიწადნახევრის განმავლობაში იკავებდა.

ავთანდილ გალდავა 2017 წლიდან სამცხე-ჯავახეთის სამხარეო პოლიციის უფროსი იყო. მანამდე ის თბილისის პოლიციის სხვადასხვა სამმართველოში მუშაობდა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი