წალენჯიხის მუნიციპალიტეტ სოფელ ნაკიფუს მკვიდრი ახალგაზრდა მამაკაცი შავლეგ კვარაცხელია მშობლებმა სახლის უკან სათბურში ჩამომხრჩვალი იპოვეს.
ადგილობრივების თქმით, მშობლები მოსავლის ასაღებად იყვნენ წასულები, შავლეგ კვარაცხელია კი სახლში მარტო იმყოფებოდა, უკან დაბრუნებულ მშობლებს ის გარდაცვლილი დახვდათ.
საქმე სსკ-ის 115-ე მუხლითაა აღძრული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.