ფოთი-თბილისის ჩქაროსნული მატარებელი მოზარდს დაეჯახა

ფოთი-თბილისის ჩქაროსნული მატარებელი მოზარდს დაეჯახა. წინასწარი ინფორმაციით, მოზარდი მძიმე მდგომარეობაშია და იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაშია გადაყვანილი.

შემთხვევა, თბილისში, მეტროსადგურ გოცირიძის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

მომხდარზე გამოძიება 275-ე მუხლით დაიწყო, რაც სარკინიგზო ტრანსპორტის მოძრაობის წესების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი