შვილიშვილის დაჭრაში ბრალდებულ 82 წლის მამაკაცს პატიმრობა შეეფარდა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სოფელ დარჩელში შვილიშვილის დაჭრაში ბრალდებულ 82 წლის იაშა არნანიას აღმკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდა.

ბრალდებული პროკურორის მოთხოვნას არ დაეთანხმა, თუმცა აღნიშნა, რომ სასამართლოს გირაოს თანხას ვერ შესთავაზებდა, რადგან მისი გადახდის შესაძლებლობა არ გააჩნდა.

პროკურატურის ინფორმაციით, იაშა არნანიამ შვილიშვილს ჭრილობა გულ-მკერდისა და მარცხენა ხელის არეში მიაყენა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი