“არ შევეგუებით!” – სტუდენტების აქცია ხურჩაში

კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტების ინიციატივით ხურჩაში მშვიდობიანი საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელსაც ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიც შეუერთდნენ.

ახალგაზრდებმა 19 მაისს ხურჩა-ნაბაკევის ადმინისტრაციულ საზღვართან აფხაზი ე.წ. მოსაზღვრის მიერ 31 წლის გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტი გააპროტესტეს.

აქციის მთავარი სლოგანი იყო “არ შევეგუებით!”

26 მაისს, გიგა ოთხოზორიას დაკრძალვის დღეს კი, ხურჩაში მომხდარი ფაქტის გასაპროტესტებლად ჟურნალისტები შეიკრიბებიან.

კომენტარები

დატოვე კომენტარი