ფიზიკური დაპირისპირება კორცხელში – 8 ადამიანი ჰოსპიტალიზებულია

კორცხელის N53-ე საარჩევნო უბანზე ადგილობრივი თვითმმართველობის შუალედური არჩევნები ხმაურის და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე “ქართული ოცნების” მხარდამჭერებმა და მათთან სტუმრად მყოფმა სპორტსმენებმა “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებს და აქტივისტებს ცემეს.

დაპირისპირებას წინ სიტყვიერი ურთიერთშეურაცხმყოფელი საუბარი უძღოდა.

ნაცემები არიან ოპოზიციური პარტიის ლიდერები, მათ შორის აკაკი მინაშვილი, თენგიზ გუნავა, ნიკანორ მელია და სხვები. 8 ადამიანი ზუგდიდის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ხელჩართულ ჩხუბში აქტიურად იყვნენ ჩართული სპორტსმენები. როგორც საკრებულოს წევრებმა მაიზერ ნანავამ და გიორგი კუკავამ დაპირისპირებამდე, “ნაციონალური მოძრაობის” ლიერების კითხვის საპასუხოდ განმარტეს, აღნიშნული სპორტსმენები მათი სტუმრები იყვნენ.

დაძაბული ვითარება სამართალდამცველებმა განმუხტეს, თუმცა არავინ დაუკავებიათ.

როგორც შსს-ში განმარტავენ, საქმე აღძრულია ცემის მუხლით.

კომენტარები

დატოვე კომენტარი