პოლიციამ კინოთეატრ „ამირანთან“ 2 პირი დააკავა

პოლიციამ კინოთეატრ „ამირანთან“ ორი პირი დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, მათ პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა ედებათ ბრალად.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, დაკავებული არიან 1987 წელს დაბადებული გ.ბ. და 1989 წელს დაბადებული ნ.კ, რომლებიც „არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს და არ ემორჩილებოდნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას“.

„აღნიშნული პირები პოლიციამ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტზე დააკავეს”, – განაცხადეს შსს-ში.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველას, დაიცვან კანონის მოთხოვნები. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც უწყებაში ამბობენ, პოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის ფარგლებში და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის თითოეულ სამართალდარღვევის ფაქტს მოჰყვება უმკაცრესი რეაგირება“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი