“სალოცავს ვფიცავ, მოვუტ… “როჟას” – ფოფხაძე ხობის მაჟორიტარზე

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატები გედევან ფოფხაძე და დაჩი ბერაია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება ფოფხაძის გამოსვლას მოჰყვა, რომელიც საპატრიარქოს გარშემო განვითარებულ მოვლენებზე და ხელისუფლების დამოკიდებულებაზე საუბრობდა.

ფოფხაძე ბერაიას კომენტარმა გააღიზიანა. კერძოდ, ბერაიამ მას მიმართა, რომ ის იდეოლოგიით „ნაციონალური მოძრაობის” მხარესაა. „გამოვიდეს გარეთ, ფეხებზე მკიდია. დავბრიდავ მაგ ნაბიჭვარს“, – აღნიშნა ფოფხაძემ სხდომათა დარბაზში.

მანამდე სხდომაზე ერთმანეთს აკაკი ბობოხიძე და მიხეილ ყაველაშვილიც დაუპირისპირდნენ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი