მამაკაცი მესტიაში დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახში დენის დარტყმის შედეგად 27 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.

როგორც ცნობილია, ახალგაზრდა მამაკაცი სატვირთო მანქანის ძარაზე იჯდა და სამუშაოდან ბრუნდებოდა, როცა თავით დენის სადენებს გამოედო.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

დატოვე კომენტარი