კახი კალაძემ აქციის მონაწილეებს შუა თითი აჩვენა (ვიდეო)

თბილისის მერმა, კახა კალაძემ, რომელიც “ქართული ოცნების” ოფისში უმრავლესობის სხდომას ესწრებოდა, გარეთ საკუთარი ავტომობილით გადაადგილებისას აქციის მონაწილეებს შუა თითი უჩვენა.

“ქართული ოცნების” ოფისში დღეს უმრავლესობის სხდომა გაიმართა. დეპუტატები პარტიის ლიდერთან, ბიძინა ივანიშვილთან ერთად განიხილავდნენ დაუჭერდნენ თუ არა მხარს 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას. დემონსტრანტები „ქართული ოცნების“ ოფისთან დილიდანვე იყვნენ შეკრებილნი. ისინი მმართველი პარტიისგან დანაპირების შესრულებას და პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ითხოვდნენ, თუმცა კენჭისყრა მაინც ჩავარდა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი