საპარლამენტო ფრაქცია “კონსერვატორების” სამმა წევრმა, ფრაქციის თავმჯდომარე გიგა ბუკიამ, ფრაქციის წევრებმა ზვიად ძიძიგურმა და ნინო გოგუაძემ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს.
“მე ვტოვებ საპარლამენტო უმრავლესობას, ვინაიდან ვერ ვხედავ ვერანაირ რესურსს, დავრჩე და გავაგრძელო მოღვაწეობა იმ უმრავლესობაში, სადაც ბიძინა ივანიშვილის სიტყვაზე უფრო მეტი წონა კახა ოქრიაშვილს აღმოაჩნდა, – ამის შესახებ ფრაქცია „კონსერვატორების“ თავმჯდომარემ, დეპუტატმა გიგა ბუკიამ განაცხადა.
ძიძიგურმა და გოგუაძემ საპარლამენტო თანამდებობებიც დატოვეს.
საერთო ჯამში “ქართული ოცნება” რვა წევრმა დატოვა.