ზუგდიდის მერი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

რუხი-რიყე-ტყაია-პალურის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

რუხი-რიყე-ტყაია-პალურის დამაკავშირებელი გზა თითქმის 30 წელია ავარიულ მდომარეობაშია. ადგილობრივების თქმით, ამ გზაზე გადაადგილება პრაქტიკულად შეუძლებელი იყო, როგორც თავად ყვებიან სასწრაფო -სამაშველო ბრიგადა საათზე მეტხანს ანდომებდა გამოძახებაზე მისასვლელად. ადგილობრივებს მსგავსი პრობლემა ექმნებოდათ საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებისას.

გზაზე სამშენებლო სამუშაოებს დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია გაეცნო.

ამ ეტაპზე, აღნიშნული გზის მონაკვეთზე იგება ბეტონის საფარი და ეწყობა სანიაღვრე არხები.

პროექტის მიხედვით რეაბილიტირდება 10 კმ და 300 მ გზა.

პროექტს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს და მისი ღირებულება 5 168 712 ლარია.

კომენტარები

დატოვე კომენტარი