მთავარმა პროკურატურამ გიგა ოთხოზორიას საქმეზე ინტერპოლს მიმართა

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გიგა ოთხოზორიას მკვლელზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადებით მოთხოვნით ინტერპოლს მიმართა.

როგორც მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პასუხი უწყებას ჯერ არ მიუღია, თუმცა იმედოვნებს, რომ უახლოეს დღეებში მკვლელი, რომელიც უკვე ბრალდებულია საქმესი, წითელი ცირკულარით იქნება ძებნილი.

შეგახსენებთ, რომ გიგა ოთხოზორია 19 მაისს სოფელ ხურჩაში, ადმინისტრაციულ საზღვართან, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე აფხაზმა ე.წ. მესაზღვრემ მოკლა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი