გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ პოლიციელს პატიმრობა შეეფარდა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ჩხოროწყუში დაკავებული პოლიციელს პატიმრობა შეუფარდა, რითაც სრულად დაკმაყოფილდა პროკურატურის შუამდგომლობა.

ბრალდებულის ადვოკატის თქმით, დაკავებული ბრალს არ აღიარებს და ის მოსამართლის გადაწყვეტილების გაასაჩივრებს.

შსს-ს ჩხოროწყუს პოლიციის თანამშრომელი ა. დ. 5 დეკემბერს სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურამ სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავა. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი.

კომენტარები

დატოვე კომენტარი