დაკავებულ ბერს სასულიერო პირები თავდებში დაუდგებიან – ადვოკატი

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ ბერს სასულიერო პირების ნაწილი თავდებში დაუდგება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ბრალდებულის ადვოკატმა ჯიტა გულუამ განუცხადა.

ადვოკატი შუამდგომლობას დააყენებს, რატა ბრალდებულის მიმართ სასამართლომ არ გამოიყენოს პატიმრობა.

“სასულიერო პირები მზად არიან, არ წყდება ზარები. ძალიან ბევრი კეთილსინდისიერი ადამიანია თურმე, ვინც ამბობენ, რომ ეს ბერი არის მისაბაძი თავისი წარსულით. ისიც ადამიანია, ყველას დაუდგება განსაცდელის ჟამი და ამ ჟამს ჩვენ ვართ მის გვერდითო და არიან სასულიერო პირები, რომლებიც მას თავდებში უდგებიან”, – აცხადებს გულუა.

ზუგდიდში დაკავებული მამა სიმონის (გიგა ქავთარაძე) აღკვეთის ღონისძიებაზე ზუგდიდის რაიონული სასამართლო დღეს იმსჯელებს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი