იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს კენჭი უყარა.
დეპუტატებმა წარმოდგენილი 20 კანდიდატიდან მხარი 14 მათგანს დაუჭირეს, მათ შორის არიან გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე და მისი მოადგილე მამუკა ვასაძე.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის შემდეგ კანდიდატებს დაუჭირა: მერაბ გაბინაშვილი – 7 ხმა, მირანდა ერემაძე – 6 ხმა, მამუკა ვასაძე – 7 ხმა, მაია ვაჩაძე – 7 ხმა, თამარ ზამბახიძე – 8 ხმა, შალვა თადუმაძე – 8 ხმა, ვლადიმერ კაკაბაძე – 6 ხმა, ლევან მიქაბერიძე – 6 ხმა, გიორგი მიქაუტაძე – 8 ხმა, ნუგზარ სხირტლაძე – 6 ხმა, ლალი ფაფიაშვილი – 7 ხმა, ნინო ქადაგიძე – 7 ხმა, ქეთევან ცინცაძე – 6 ხმა, ალექსანდრე წულაძე – 6 ხმა.
კომიტეტმა ჩააგდო შემდეგი კანდიდატები: თამარ ალანია – 1 ხმა, გოჩა ჯეირანაშვილი – 1 ხმა, ლაშა ქოჩიაშვილი – 1 ხმა, ზაზა თავაძე – 0 ხმა, შოთა გეწაძე – 1, პაატა სილაგაძე – 2 ხმა.