პარლამენტის ერთ-ერთ დარბაზში ევაკუაციაა

პარლამენტის სხდომაზე შესვენება გამოცხადდა. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის თქმით, დარბაზში ორი ოპოზიციონერი შევიდა და გაურკვეველი ნივთიერება დაასხეს, რამაც მძაფრი სუნი გამოიწვია.

“ორი ოპოზიციონერი დეპუტატი შემოვიდა სხდომათა დარბაზში, რაღაც ნივთიერება შემოიტანა და დაასხა. ხვდებით მიზანი რა არის, აქედანვე შეგვიძლია დავპირდეთ, რომ უმკაცრესი რეაგირება მოჰყვება ამას. ალბათ სასურველია, რომ 5 წუთიანი ტექნიკური შესვენება გამოვაცხადოთ”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

უმრავლესობის დეპუტატის, ზაზა პაპუაშვილის ინფორმაციით, მძაფრი სუნი პარლამენტის სხდომათა დარბაზში მას შემდეგ დადგა, რაც დარბაზში ოპოზიციონერი დეპუტატები ლელა ქებურია და ირმა ნადირაშვილი შევიდნენ და დარბაზი მალევე დატოვეს.

პარლამენტის თავმჯდომარემ დეპუტატებს დარბაზის დატოვებისკენ მოუწოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, პარლამენტში სავარაუდოდ, ფეკალური მასის სუნი დგას. ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი