მაჟორიტარ მერაბ ქვარაიას ბანერზე წარწერა “მონას” გამო გამოძიება დაიწყო.
შს სამინისტოს ცნობით, გამოძიება 187-ე, ნივთის დაზიანების მუხლით მიმდინარეობს. საგამოძიებო ორგანოს თავად ბიუროს წარმომადგენლებმა მიმართეს.
“რამდენიმე დღის განმავლობაში შენობის კედლებზე იყო სხვადასხვა წარწერა, თუმცა ამას აგვარებდა კეთილმოწყობის სამსახური. როცა უშუალოდ ბიუროს საკუთრება – ბანერი დააზიანეს, ჩვენ მივმართეთ პოლიციას და მათ წაიღეს ბანერი”, – აცხადებენ ბიუროში.
წარწერა “მონა” ქალაქის მაჟორიტარის ბიუროს კედელზე განთავსებულ ბანერზე ორი დღის წინ, გვიან ღამით გაჩნდა.