სოხუმში ე.წ. მინისტრთა კაბინეტში ოკუპირებული აფხაზეთის პრემიერ-მინისტრი ვალერი ბგანბა მივიდა. აქციის მონაწილეებმა ის შენობაში არ შეუშვეს.
დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის შესასვლელთან მობილიზებულნი არიან ე.წ. სწრაფი რეაგირების სპეცრაზმის წარმომადგენლები და ასევე ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებიც.
ოკუპირებულ სოხუმში ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან საპროტესტო გამოსვლები იმართება. ოპოზიციის წარმომადგენლები ე.წ. პრეზიდენტის გადადგომას ითხოვენ.