ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ ნატო ახლო აღმოსავლეთში უნდა გაფართოვდეს.
“ვფიქრობ, ნატო უნდა გაფართოვდეს, ჩვენ ახლო აღმოსავლეთიც უნდა მოვიცვათ”, – განაცხადა ტრამპმა და დასძინა, რომ სტოლტენბერი “აღფრთოვანებულია” მისი განცხადებით.
“ახალ ალიანსს შეგვიძლია დავარქვათ ნატო+ახლო აღმოსავლეთი. რა მშვენიერი სახელწოდებაა. სახელებს კარგად ვიგონებ”, – განაცხადა ტრამპმა.