ფოთში ახალგაზრდა ქალი ქმარმა დაჭრა. არსებული ინფორმაციით, მას ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანა.
ექიმების ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შშს-ს ინფორმაციით, გამოძიება 126 პრიმა მუხლის 1 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახურ ძალადობას გულისხმობს და ითვალისწინებას თავისუფლების აღკვეთას 2 წლის ვადით. შშს-ს ინფორმაციით, დამნაშავე ამ დროისთვის დაკავებულია.