ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ მას თავს დაესხნენ, თუმცა თავდამსხმელის ვინაობა მისთვის უცნობია.
ინციდენტი სასამართლში მოხდა.
როგორც გვარამია განმარტავს, მას უცნობმა პირმა სახის არეში დაარტყა ხელი.
„მოვდიოდი ჩემ გზაზე და უცებ, რომ ვერ დაინახავდი, ისე გვერდიდან დამარტყა“, – განაცხადა გვარამიამ.
სიტუაცია თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურმა განმუხტა.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, 3 პირი გამოკითხვაზე იმყოფება.