მოძრაობა „შეცვალეს“ აქტივისტებმა ხობის მაჟორიტარი დეპუტატის დაჩი ბერაიას ბიუროს შენობასთან აქცია გამართეს.
აქტივისტები სკანდირებენ „ბერაია მონა“, „ფეოდალი ბერაია“. მათ დეპუტატს სათამაშო ცხენი – „ბიძინას შიკრიკისთვის“ მიუტანეს.
„ქართულმა ოცნებამ“ და გადაგვაგდო სრულიად საქართველო, ჩვენ ამ ბრძოლას აუცილებლად გავაგრძელებთ და შევუქმნით დისკომფირტს დეპუტატებს. მოძრაობა „შეცვალე“ ამ ბრძოლაში აუცილებლად გაიმარჯვებს“, – აცხადებენ აქტივისტები.
დღეს მოძრაობა „შეცვალეს“ აქტივისტები ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის მერაბ ქვარაიას ბიუროსთანაც იმყოფებოდნენ.