აშშ-ის ელჩი კორცხელის ინციდენტზე: ,,მოხარული ვარ რომ ბრალის წარდგენა მოხდა”

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იან კელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში შუალედური არჩევნების დროს N53 უბანზე მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილე 6 პირის მიმართ ბრალის წაყენების ფაქტს აფასებს.

“მთავარია, რომ ბრალის წარდგენა მოხდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია და მნიშვნელოვანი განვითარებაა. რამდენადაც იცით, ჩვენ თავიდანვე მოვუწოდებდით შესაბამის სტრუქტურებს და მთავრობას, რომ გამოძიება ბოლომდე ყოფილიყო მიყვანილი. ის ძალადობა, რომელიც პოლიტიკის სახელით წარიმართა, დასაგმობი იყო. ჩვენ თავიდანვე მოვუწოდებდით, რომ სამართლის წინაშე წარდგენილიყვნენ ისინი, ვინც ამაზე პასუხისმგებლები იყვნენ. ძალიან მოხარული ვართ, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ, როდესაც გამოძიება დასრულდა, ბრალის წარდგენა მოხდა. ეს არის მთავარი” – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა.

შეგახსენებთ, რომ კორცხელის ინციდენტში მონაწილე 6 პირს ბრალი სსკ-ის 239-ე მუხლით 1 ივნისს წაუყენეს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი