მესტიის მუნიციპალიტეტში ხუთი საბავშვო ბაღი არ მუშაობს. სასწავლო პროცესის შეწყვეტის მიზეზი დიდთოვლობა და ყინვებია.
როგორც ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში აცხადებენ, ამ დროისთვის, მიდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები.
ზოგიერთ რაიონში შეწყვეტილია ელექტროენერგიისა და სასმელი წყლის მიწოდებაც. სოფლებში სასმელი წყლის შეწყვეტა ძლიერმა ყინვამ გამოიწვია.