ზუგდიდის მერიას 7 ახალი თანამშრომელი დაემატება

ზუგდიდის საკრებულოს გადაწყვეტილებით, მერიას 7 საშტატო ერთეული დაემატა.

როგორც ცნობილი გახდა, ორი ადამიანი შრომის უსაფრთხოების სპეციალობით დასაქმდება, დანარჩენი კი ზედამხედველობის, საპროექტო და ინფრასტრუქტურის სამსახურებში.

შტატების დამატებას მხარი არ დაუჭირეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, პაატა ადამიას განცხადებით, შტატების დამატება მიუღებელია იმ ფონზე, როცა ბიუჯეტის 50%-ზე მეტი ხელფასებზე მიდის.

საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, ბიუჯეტს 7 ახალი თანამშრომლის დამატება 100 ათასი ლარი დაუჯდება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი