ზუგდიდის მეორე საჯარო სკოლაში დარაჯი გარდაიცვალა

ზუგდიდის მეორე საჯარო სკოლაში დარაჯი გარდაიცვალა. ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

გარდაცვლილი მამაკაცი სკოლაში დღეს იპოვეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილს გულზე პრობლემები ჰქონდა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი